Georgian
  • English

GeoChina Trans - გლობალური ლოგისტიკა

კომპანიის შესახებ

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ნებისმიერი სახის ტვირთების ტრანსპორტირებას ჩინეთიდან: საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების გზით. კომპანია დაკომპლექტებულია, კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური კადრებით. ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია და ვამაყობთ მომსახურების მაღალი დონით. ეს არის ადგილი სადაც თქვენ განთავისუფლდებით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველანაირი პრობლემებისგან. ჩვენი მთავარი მიზანია თითოეულ მომხმარებელს გავუწიოთ პროფესიონალური და ხარისხიანი მომსახურება.

ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას და პირნათლად ვასრულებთ მას. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერს, საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ამავე ვებ გვერდზე. შ.პ.ს. ჯეოჩაინა ტრანს აფასებს თითოეულ თქვენგანს და ინდივიდუალურ მიდგომას იჩენს თქვენი სურვილებისა და მოთხოვნებისადმი!

რატომ მაინცდამაინც ჩვენი კომპანია?

ვიცით, რომ ტვირთის ჩამოტანის სისწრაფეზეა დამოკიდებული თქვენი წარმატება, რადგან ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ როგორც მსხვილი და წვრილი ბიზნესები, ასევე ფიზიკური პირები, ამიტომაც ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმის და კარგი პარტნიორების მეშვეობით ვუკავშირდებით რამოდენიმე ჩინურ კომპანიას ერთდროუად და ვარჩევთ თქვენთვის საუკეთესო შემოთავაზებასა და ფასს, რათა რაც შეიძლება მცირე დროში მოხდეს ტვირთის ჩამოტანა. ჩვენი კომპანია 2009 წლიდან ოპერირებს სხვადასხვა ტიპის გადაზიდვების სფეროში და კარგად იცნობს მის სპეციფიკას. დაგროვებული გამოცდილება, ჩინური ენის ცოდნა და მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები ჩინეთის სხვადასხვა სააგენტოებთან, ასევე კარგი თანამშრომლობა პარტნიორებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან აადვილებს ნებისმიერ მომხმარებელთან ურთიერთობას და უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხს.

რას გპირდებით ჩვენ?

  • ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმს
  • თქვენთვის საუკეთესო ფასს და შეთავაზებებს
  • დროულ და და სწრაფ მომსახურებას განსაზღვრულ ვადებში
  • ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველანაირი პრობლემებისგან მოგვარებას
  • პროფესიონალური და ხარისხიანი მომსახურება