კომპანიის შესახებ
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ნებისმიერი სახის ტვირთების ტრანსპორტირებას ჩინეთიდან: საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების გზით. კომპანია დაკომპლექტებულია, კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური კადრებით. ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია და ვამაყობთ მომსახურების მაღალი დონით. ეს არის ადგილი სადაც თქვენ განთავისუფლდებით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველანაირი პრობლემებისგან. ჩვენი მთავარი მიზანია თითოეულ მომხმარებელს გავუწიოთ პროფესიონალური და ხარისხიანი მომსახურება.
ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას და პირნათლად ვასრულებთ მას. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერს, საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ამავე ვებ გვერდზე. შ.პ.ს. ჯეოჩაინა ტრანს აფასებს თითოეულ თქვენგანს და ინდივიდუალურ მიდგომას იჩენს თქვენი სურვილებისა და მოთხოვნებისადმი!