Georgian
  • English

სერვისები - სახმელეთო გადაზიდვა

სახმელეთო გადაზიდვა

საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვები - ტვირთების მიწოდების ერთ-ერთი პოპულარული და გავრცელებული სახეობაა. ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა ყველაზე მოსახერხებელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისას. სახმელეთო გადაზიდვების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი გაცილებით კონტროლირებადი და უნივერსალურია. ავტოტრანსპორტის გამოყენებით შესაძლებელია სახიფათო, არაგაბარიტული და ტემპერატურული რეჟიმის ტვირთების გადაზიდვა. სახმელეთო გადაზიდვის დროს ტვირთის მიწოდება დანიშნულების ადგილამდე გადატვირთვის გარეშე ხდება, რაც მეტად უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხოებას, იგი ასევე იძლევა ტვირთების კონსოლიდაციისა და მცირე ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას და რაც მთავარია იგი სრულიად დამოუკიდებელია რკინიგზისა, საზღვაო და სხვა პორტებისგან.

ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით რაც გვაძლევს საშუალებას და უპირატესობას ნებისმიერ დროს, შეუფერხებლად შემოგთავაზოთ თქვენთვის სასურველი მომსახურეობა.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის სახმელეთო გადაზიდვებს:

  • მშრალი ტვირთის ტრანსპორტირება
  • სამაცივრე ტვირთის ტრანსპორტირება
  • მძიმე და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება
  • სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირება
  • მალფუჭებადი ტვირთის ტრანსპორტირება
  • ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება
  • კონტეინერების ტრანსპორტირება
  • რაც მთავარია, ვიღებთ პასუხისმგებლობას ტვირთის უსაფრთხოებაზე
  • გაძლევთ გარანტიას რომ თქვენი ტვირთი იქნება დაზღვეული

trucking