Georgian
  • English

სერვისები - საზღვაო გადაზიდვა

საზღვაო გადაზიდვა

კომპანია “Geochina Trans”-ი ასევე აწარმოებს საზღვაო-საკონტეინერო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი პორტიდან. დღეისათვის საზღვაო გადაზიდვა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და დაცული გზაა თქვენი ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. დღეს მსოფლიო გადაზიდვების უდიდესი წილი სწორედ ამ სახეობაზე მოდის, ეს კი განპირობებულია ამ მეთოდის უპირატესობებით, დაბალი ფასებით და უსაფრთხოების მაღალი კოეფიციენტით. ტვირთის საზღვაო გადაზიდვები მინიმალურ რისკთანაა დაკავშირებული რაც გამორიცხავს არასასურველი შედეგებს. საზღვაო ტრანსპორტირება ხშირად ყველაზე ეფექტური საშუალებაა მძიმე, არაგაბარიტული და არასტანდარტული ტვირთების გადასაზიდად, ასევე ყველაზე ეკონომიურიც, მთლიანი კონტეინერებისა და ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. რაც მთავარია კომპანიის მენეჯმენტი გამოცდილ ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს საზღვაო ტრანსპორტირებას სწრაფად დათქმულ ვადებში, სრულ კონტროლს ტვირთის გადაადგილებაზე, ყოველდღიურ მონიტორინგს და გადაზიდვის გამჭვირვალობას.

რა უპირატესობა აქვს საზღვაო გადაზიდვებს ჩინეთიდან კონტეინერებით?

  • თანამედროვე ტიპის კონტეინერში შეგიძლიათ მოათავსოთ ნებისმიერი სახის ტვირთი
  • ტრანსპორტირებისას დაცულია მათი უსაფრთხოება და შენახვის ნორმები

ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით რაც გვაძლევს საშუალებას და უპირატესობას ნებისმიერ დროს, შეუფერხებლად შემოგთავაზოთ თქვენთვის სასურველი მომსახურეობა.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის საზღვაო გადაზიდვებს:

  • მთლიანი კონტეინერებისა და ნაკრები ტვირთების (LCL, FCL) ტრანსპორტირება ჩინეთის ნებისმიერი პორტიდან
  • მძიმე, არაგაბარიტული, საშიში და გაყინული ტვირთების ტრანსპორტირება
  • პირადი ნივთებისა და საყოფაცხოვრებო საქონლის ტრანსპორტირება
  • ჩინეთში ტვირთის დასაწყობება, დაზღვევა საბაჟო გაფორმება და მისი ტრანსპორტირება
  • ყველანაირი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ოპერაციების შესრულება
  • რაც მთავარია, ვიღებთ პასუხისმგებლობას ტვირთის უსაფრთხოებაზე
  • გაძლევთ გარანტიას რომ თქვენი ტვირთი იქნება დაზღვეულ

trucking